რითია ცუდი სკოლა:
1.სკოლა ძალიან გვღლის. 2.სკოლაში უნდა აიტანო ათასნაირი ხმაური, მერე იყვირო და ჩაგიწყდეს ხმა. 3.სკოლა არის ადგილი, სადაც შეიძლება აკეთო ყველაფერი ცუდი მასწავლებლის დაუკითხავად და ამან შეიძლება გამოიწვიოს სავალალო შედეგებიც. 4.სკოლა არის ადგილი სადაც ერთი ქალი ან კაცი დგას და ღრიალებს (მერე ტვინი გეხვრიტება). 5.გაძლევენ ბევრ სასწავლს. 6.როცა ჩხუბია და შენ არ ჩხუბობ გიწევს იმ ბავშვების გამო დასჯა. 7.მასწავლებელი ყოველთვის აგვიანებს საკონტროლოს ნიშნების გამოცხადებას 8.დაფასთან როცა გადიხარ ყველაფერი გავიწყდება ნერვიულობის გამო და მასწავლებელი გიჯაჯღანებს. 9.დარბიან ბავშვები დიდ დასვენებაზე გიჟებივით ეჯახებიან შენს მერხს დააა...გეკარგება ყველა ნივთი თითქმის პასტიდან დაწყებული წიგნამდე დამთავრებული... 10.როცა დავალება გაქვს დაწერილი ძალიან კარგად, არ ამოწმებს მასწავლებელიი!!!
რითია კარგი სკოლა:
1.სკოლაში იცნობ ახალ მეგობრებს. 2.სკოლაში ერთობი დაუღალავად. 3.სკოლა არის ადგილი სადაც ხარ აშვებული და თავისუფალი დახტიხარ თხაჯანასავით და დაფრინავ, არ გიშლიან არაფერს.. 4.სკოლა არის ადგილი სადაც შეგიძლია რომ ისწავლო გახდე ცნობილი ადამიანი ააწყო კარიერა და გახდე ყველასათვის საყვარელი ადამიანი. 5.იგონებ ხრიკებს შენს მეგობრებთან ერთად. 6.გიჩნდება უსაყვარლესი მეგობარი და მთელ უაზრო გაკვეთილებს მასთან ლაპარაკში ატარებ. 7.იგონებ ახალ-ახალ თამაშებს და მერე მთელი დღე მაგას თამაშობ. 8.აკეთებ რაღაცა ეშმაკობას და ყველა კლასელი აგყვება. 9.გაქვს ექსკურსია. 10.მიდიხარ შატალოზე.
ზოგს უყვარს სკოლა ზოგს არა ასე რომ : სკოლავ, იყავი ბავშვის მეგობარი და არა მტერი...
|