მათხოვრობით ნაგროვები ფულით მეორე მანქანას ყიდულობს შვილიშვილს ბებია - საინტერესო ამბები <!--if()-->- <!--endif--> - - გაიღიმე
შესვლა
მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები მათხოვრობით ნაგროვები ფულით მეორე მანქანას ყიდულობს შვილიშვილს ბებია

 
 
TOP NEWS
შავი იუმორი
კომენტარები: 1 ნანახია: 939
ანეგდოტები (2)
კომენტარები: 0 ნანახია: 747
ანეგდოტები
კომენტარები: 0 ნანახია: 854
ანეკდოტები
კომენტარები: 0 ნანახია: 803
ანეკდოტები ნაწ.3
კომენტარები: 0 ნანახია: 793
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
მათხოვრობით ნაგროვები ფულით მეორე მანქანას ყიდულობს შვილიშვილს ბებია
თბილისის ქუჩებში მათხოვრები ძალიან მრავლად არიან და ადამიანებს ხშირად თავისუფლად გადაადგილებაშიც კი უშლიან ხელს.ზოგი ნებით აძლევს ყოველ შემხვედრს ხურდას, ზოგს კი_ძალადობით ართმევენ.ბავშვები ნერწყვს პირში დაიგროვებენ ხოლმე და ფულს თუ არ მომცემ, მოგაფურთხებო, გეუბნებიან...ზოგი ტანსაცმელზე გვეკიდება და ა.შ. თუმცა არიან ისეთი საცოდავი იერის მოხუცებიც, რომელთა მიმართაც მართლა სიბრალულით იმსჭვალები და გინდა, სულ მისცე, რაც გაქვს.არც ითხოვს ზოგი თვითონ, საბრალო თვალებით შემოგხედავს და თავს უფლებას ვერ აძლევს, გვერდი ისე აუარო...ხოდა ამას წინათ მაღაზიაში შევესწარი ასეთ ამბავს.შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი თავის შვილთან ერთად რაღაცის საყიდლად.ორივეს თაბაშირში ჰქონდათ ხელები და ავარიაში მოვყევითო, გამყიდვლებს უყვებოდნენ.ბიჭს სკოლა რომ დაუმთავრებია, გამოცდების ჩაბარების მერე საჩუქრად მიუღია ბებიასგან მანქანა.მამა წუხდა, ბავშვი ნერვიულობს, როდისღა მეღირსება ასეთი მანქანა კიდევ, ეს რა დაგვემართაო, მაგრამ ბებია ამშვიდებს, უფრო ახალ მოდელს გიყიდი, ისევ "ბეემვეს", ნუ ნერვიულობო.მაღაზიიდან გასული ნაცნობი კლიენტების ოჯახს, როგორც აღმოჩნდა, კარგად იცნობდნენ გამყიდვლები და მაშინვე გადალაპარაკება-გადმოლაპარაკება დაიწყეს, ახლა გავგიჟდები, ის ქალი ამდენ ფულს როგორ აგროვებს მათხოვრობითო.როგორც გაირკვა, ამ ბიჭს მხოლოდ ერთი ბებია ჰყავს და სწორედ ის ქალი აფინანსებს ოჯახს ყველანაირად.უბრალოდ მათხოვრობს და ამით აქვს შემოსავალი ოჯახს.აქვთ პატარა ბოსტნეულის მაღაზიაც, მაგრამ ეს საჭმელზე ძლივს გვყოფნისო, თვითონვე ამბობენ.მუშა ბებია კი შვილიშვილს მთელი წლის მანძილზე მომზადების ფულსაც თვითონ უხდიდა, ბანკეტზეც თვითონ დააფინანსა და მანქანაც უყიდა.ახლა კი, როგორც მივხვდი, მეორეს ყიდვასაც აპირებს.

ძალიან მაინტერესებს, იმ ადამიანებს, ვისგან მოგროვებული ფულითაც ეს ქალი "მდიდრდება", საერთოდ თვითონ თუ ჰყავთ მანქანა და ასე იოლად თუ შეუძლიათ ერთის დამტვრევის შემთხვევაში მეორის ყიდვა, საერთოდ...

არ ვამტყუნებ იმ ქალს, ღმერთმა ბევრი მისცეს, უბრალოდ ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს ამ ამბის მერე...ნუთუ მათხოვრობით ამხელა თანხის შეგროვება რეალურია თბილისში? დავფიქრდებოდი და სარფიანი ადგილის შეგულებას დავიწყებდი ბარემ მეც...(ეს ხუმრობით, რაღა თქმა უნდა)
სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
Top User
1 MwvanE
Administrators
სიახლები: 86
ფორუმი: 0
2 reziko
Blocked
სიახლები: 0
ფორუმი: 0
3 FenOmeN
Users
სიახლები: 0
ფორუმი: 0
4 nika
Users
სიახლები: 4
ფორუმი: 0
5 Leo_web
Users
სიახლები: 0
ფორუმი: 0
გამოკითხვა
#1 saiti aris
??? ???????: 6
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
www.wsa.ge