|
ჩვენ სარფს გამოვცდით და საზღვარზედაც პასპორტს დაასვეს თურქთა ბეჭედი გამაფრთხილებელ სიგნალად, თითქოს, შემოგვეფეთა მყისვე.. მეჩეთი!
დღეს ჩემს ფესვებზე სხვები დაძრწიან და ჩემს მიწაზე ვარ ბარბაროსი ტაო-კლარჯეთში უცხო ტურისტის დამაქვს სტატუსი ვით ავგაროზი
ჩემს მთებს, ჩემს ბაღებს, ალმას ჩანჩქერებს შემოჭდობია უცხო მკლავები სუნთქვას მართმევს და გულსაც აჩერებს, ბოღმა მახრჩობს და ვერ ვუმკლავდები!
ნუთუ, წინაპართ წმინდა სისხლები უაზროდ დარჩა გადაკარგული?! ნუთუ, იმისთვის გასწირეს თავი, აღარ რქმეოდა ამ ცას ქართული?!
ნუთუ, ღვთისმშობელს თავის ნაწილი, წილ-ხვედრი მხარე გადაავიწყდა?! აღარ ჭრის ლოცვა. ლოცვა, რომლითაც ხმები და რწმენის ხიდიც ჩაგვიწყდა!
...გადაარჯულეს, მაგრამ ელ-ფერი დღემდე ქართული შემორჩენია რა ტკივილია, რომ ქვია სხვისი არადა, იცი, უფრო.. შ ე ნ ი ა !!
გამოვცდით ბრძოლით შეჭყეტილ საზღვრებს, ჩამოვიტოვეთ უკან აჭარა მყის, მეჩეთიდან დაზარულ ლოცვამ მწარე სიმართლე შემოგვახალა: აჭარის იქით, ტრაპიზონამდე, აღარ არისო თქვენი, აღარა! 31.12.2012
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
www.wsa.ge
|